გიას ხსოვნას (ცა მოიღრუბლა ..)


ცა მოიღრუბლა დაბინდდა,
წვიმამ დაალბო გორები.
ცუდი ზაფხული დაგვიდგა,
გნატრობენ შენი სწორები.

ყველა გიხსენებს მომღიმარს,
შენი, ლამაზი სიცილით,
გულს უშენობა მოღლის და
თვალებში ცრემლი გვიცინის.
აქ ყველას მოგვნატრებია.
შენი თვალბის ციმციმი.

შენ არ გიყვარდა ღალატი
და არც არავის დაცინვა..
ფიქრს გიზიარებს არაგვი,
დაბადებულო არწივად.!.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი