გიას ხსოვნას (ნისლებ შეგროვდა ჭალებზე ..)
ნისლებ შეგროვდა ჭალებზე, საწვიმრად ემზადებისა. მიეთ-მოეთობს ღრუბლები, ერთი მოერეს ჰყვებისა. სრუ შეიცვალა მთა-ბარი, ქვა ქვაზე აღარ დგებისა. ადიდებულა არაგვი, ნაშლებ ჩამოაქვს კლდებისა. არწივიც აღარსად კივის, ამაყი შვილი მთებისა. შენს სიკვდილს გლოვობს სულ ყველა, ტყე, მთა, ჭალა და წყლებიცა. ხევსურეთს ფერი ეცვალა, ნეტავ რაირა ხდებისა. ამ დროს კი თურმე გუდელას, ჭორმეშიონი კვდებისა. რა არის წუთის სიცოცხლე. ცეცხლივით ჩაგვიქრებისა. შენისთანაის სიკვდილი გულში იარად რჩებისა. ჭორმეშავის გორ უშენოდ, გორზე მუხები ხმებისა. ზვავიც კი აღარ ჩამოდის, ჩამონასხლეტი მთებისა. არაუნდ ერთ თუ მაკვდების, სხვა კიდევ გაიზრდებისა. ლიშნის ბორტვ ტირის არწივი, ტოლეს ნისლები წვებისა. სხვა იყო შენი სიცოცხლე, ჰგავდა ცხოვრებას მგლებისა. გავიძლებთ უშენობასა, მაგრამ კი გაჭირდებისა, სახელ გასწირე ისეთი. რომელიც არ ბერდებისა. ბევრი გაცუდდა უშენოდ, იმედ რო გქონდა ძმებისა, ბევრს ჩასული მზე მოჰგვარე, გულ გაახარე მტრებისა. ღმერთმა გზა-შარა გიკურთხოს, ემანდ მოგივალთ სხვებიცა. მე ვიზამ შენს ჩაფიქრებულს, მე ჯერ არ მეჩქარებისა. ნეტავ რას ფიქრობს ეს ხალხი. ნაქნარ რო უკან სჩებისა. მშვიდობით ჯვარი გეწერას, სათქმელი მითავდებისა, ეს იყოს მოსაგონარი, დის, დედის, მამა ძმებისა. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი