ჯარიდან
ვიცი დედი ჩემზე ძლეირ დარდობ, დარდისგან არ გეხუჭება თვალი, შენი შვილის დაბრუნებას ნატრობ, მაგრამ უნდა მოვიხადო ვალი. სითბოთი და სიყვარულით მზრდიდი, არ მაკლებდი სიყვარულს და სითბოს, აი უკვე მეც გავზრდილვარ დიდი. წლებიც უცებ გაფრენილა თითქოს. არ იდარდო და იყავი მშვიდი, შენ მებრძოლი გაუზარდე მამულს. ჩემი რწმენა არის დიდზე დიდი. არ დავკარგავ აწმყოსა და წარსულს. შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი