ჭორმეშავს (რა ლამაზია ეს ბუნება ..)


რა ლამაზია ეს ბუნება, ეს ტყე ეს მთები,
თოვლის სითეთრე აკრავს ყოველ ბუჩქსა თუ ბალახს,
ამის მსგავსს ვერსად რომ ისურვო ვეღარ შეხვდები.
ეს ბევრად ჯობნის სხვა ქვეყნების სოფლებს თუ ქალაქს.

სხვანაირია აქ აპრილიც, გაზაფხულს როცა,
მწვანე სამოსელს გადაიცმევს ტყეც და ველებიც.
და ლურჯი იაც თავს ამოყოფს ტყის პირას მორცხვად,
ირგვლივ მთებია, ამ საუნჯის უტყვი მცველები.!.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი