გიას ხსოვნას (შევხედავ სურათს ..)


შევხედავ სურათს და მევსება თვალები ცრემლით,
დღესაც არ მჯერა ცხადია თუ სიზმრად მესიზმრა.
შენ დაიკარგე მიგვატოვე, მე მაინც გელი...
შენი ცხოვრება ნეტავ შავად რად დაგენისლა.

გუდელას ბოლოს გიმუხთლა ბედმა,
არაგვს მიენდე მერე სრულიად,
შენ დაგვიტოვე უთქმელი სევდა, 
გულებიც შენგან შემუსრულია...

შენი სითბო და შენი ალერსი,
გაგვიქრა უცბად როგორც აჩრდილი.
ცრემლი კიაფობს დღეს ჩვენს თვალებში,
შენი დაკარგვა არ ყოფილა ჩვენთვის ადვილი.

შენი სიკვდილით ბევრი ატირე,
ბევაც ჩაიცვა შავი,
ყველას გულები მწარედ გვატკინე,
ბევრს მოგვანატრე თავი,...

შენი საფლავი ყვავილებით შემკობილია,
უშენობას კი ემატება სევდა ნაღველი...
ყვავილებიც კი უშენობას ჩუმად ტირიან,
ჯერ კიდევ გიუშ მაქვს შენზე სათქმელი..

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი