კარანტინში


ჩვენ დღეს იმისთვის დავღვარეთ ოფლი,
რომ საქართველო იყოს დაცული,
რომ აღვადგინოთ სხოვნა იმ სოფლის,
რომელსაც უკვე ჰქვია წარსული..

არ დაგვავიწყდეს და ვაძლეროთ,
ხსოვნა იმ ჩვენი წინაპრებისა,
რომ საქართველო გავაძლიეროთ
და არ შევჭამოთ ჯავრი მტრებისა..

ბევრი ცდილობდა ჩვენს დამონებას,
ომის ქარცეცხლში ბევრჯელ ვყოფილვართ,.
მაინც გადავრჩით დღემდე მოვედით,
ვერავინ ჩაგვთვლის უარყოფილად.

ჩვენს წმინდა მიწას სისხლით გაჟღენთილს,.,
მამა-პაპათა ძვლებით ნაშენებს.!.
ისევ იზრდება, მგლები ალგეთში.
ჩვენს ჯიშს ვერავინ გადააშენებს...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი