გმირებს


ხალხი თქვენს ხსოვნას მისტირის,
თავი ლამაზ მთებს შესწირეთ,
სიცოცხლე გქონდათ ზიარი.
სიკვდილიც გაინაწილეთ.

არ დავივიწყებთ თქვენს სახელს,
ჩვენ მუდამ დავიმახსოვრებთ.
თქვენს ხსოვნას სანთლებს დავუნთებთ,
თქვენს ნატერფალზე ვიცხოვრებთ.

თქვენი შრომა და ამაგი.
ყოველთვის გვახსოვრება.
სულით იყავით ამაყი,
ამაყად განვლეთ ცხოვრება.

გული გიძგერდათ მთებური,,,
ძარღვებში სისხლი ყიოდა. 
სამშობლოსათვის იბრძოლეთ,
რადგანაც გული გტკიოდათ..

არ დაანებეთ მომხვდურებს.
ჩვენი მთა-ბარის წალეკვა. 
და საქართველოს შვილების, 
სხვაგან ტყვეებად გარეკვა.

თქვენს სულებს შარავანდედად,
ადგას ნათელი მომავლის.
ისევე თქვენი კაცობის. 
თქვენი გმირობის რომ არის..

ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდ,
თქვენი არ დაგიშურიათ.
ჩვენ თქვენი სისხლის აღება
და ომში წასვლა გვწყურია.

თქვენთვის სიცოცხლის გაწირვა,
ყველა ჩვენგანის ვალია.
დაბადებულხართ არწივად..
ცად აფრენილხრათ ძალიან...

ბრძოლის ველიდან ცოცხალი,
ვერცერთი ვეღარ გახველით.
ისტორიაში დარჩებით,.
ყველა გმირების სახელით.

იცოდეს, ყველამ იცოდეს,
გულში რა ცეცხლი გნთებიათ.
მამულისათვის იბრძოლეთ,
თქვენი სამშობლო მთებია.

თქვენი სულები მაღლიდან,
არის სინათლის მფრქვეველი.
ღმერთმა ცოდვები შეგინდოთ,
გიკურთხოთ სასუფეველი.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი