თვალებს აკლიხარ უსაშველოდ ჩემო ..


თვალებს აკლიხარ უსაშველოდ ჩემო ფერია..
მაგრამ ფიქრები მონატრების მარტო არ მტოვებს..
უშენოდ ჩემთვის ყველაფერი არაფერია,,
და აღარ ვიცი რით დავძლიო ეს სიმარტოვე..

ერთადერთი ხარ ვისაც მართლა გულით ვატარებ,,
ჩემი არა ხარ, მალე მინდა ჩემად გიხილო..
შენ ულამაზესს ვერავისთან ვერ შეგადარებ
და მომავალშიც მინდა ფიქრი შენ გაგიმხილო..

ჩემო ლამაზო იცოდე რომ მართლა მიყვარხარ,,
ჩემს ცხოვრებაში გრიგალივით შემოიჭერი..
მე უშენობას გაგიჟების ზღვარზე მივყავარ.. 
ბედნიერებით აღსავე ვარ როცა გიცქერი...

ალბათ შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ..
მინდა გაგიქარვო ყველა დარდი.. 
სევდა გამიჩინე, თავგზა ამიბნიე,,
და მეც უნებლიედ შემიყვარდი...

შეშლილი მარშალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი