ჩემო უფალო
დაბადების დღეს გილოცავ და გისურვებ აისს,, ბედნიერება მინდა იყოს შენი მეგზური, მე კი ვზივარ და შენს თვალებზე ვოცნებობ მაინც.. და ოცნებებშიც მუდამ ვრჩები მათი ერთგული.. გილოცავ ჩემო ყველა წმინდის მადლი გფარავდეს,, გაგევლოს მშვიდად შარა-გზა და ყველა ტრამალი.. მინდა ტუჩიდან ყოვლ დილით კოცნას გპარავდე, მინდა ჩანჩქერად მეღვრებოდეს შენი დალალი.. ეტარებინე მომღიმარი ბედს და ცხოვრებას.. ყველა მიზანი და ოცნება აგიხდეს მინდა.. ვფიცავ ყველა ხატს რომ ყოველთვის მემახსოვრება, მემახსოვრება ეგ თვალები ცასავით წმინდა.. ყველას დაჩრდილავს თვით ვარდსაც კი ეგ სილამაზე, ალბათ რამდენი დაისახავს შენზე იმედებს... სხვა უკეთესი ვინ ვინატრო ამ ქვეყანაზე, სხვა კი არა და შენზე ფიქრიც მაბედნიერებს.. ბევრი ვთქვა მინდა მაგრამ ბაგე დუმილს იჩემებს, ხშირად დუმს ბაგე და თვალებიც ცრემლებს მალავენ. ერთადერთი ხარ ვინც ძარღვებში სისხლსაც მიჩერებს,... გილოცავ ჩემო და ყოველთვის ღმერთი გფარავდეს.... შეშლილი მარშალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი