ტანზე მაცვია მონატრების სქელი ჭილობი ..


ტანზე მაცვია მონატრების სქელი ჭილობი, 
ეს ღამეც ისევ შენზე ფიქრში დამათენდა, 
პირს არ იკრავენ იარები მწვავე ჭრილობის, 
მანამდე დავწერ სანამ სუნთქვა არ გაჩერდება....
ლექსებს ძვირფასო შეფერილებს ღამის თენებით. 
ყველა კისკისით და ნაგრძნობი ყველა ტკივილით, 
ჩემს ოცნებაში შენივ თვალებს მოვეფერები, 
და თვალებიდან კვლავ ამწყდება ცრემლი ღილივით.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი