არა ვარ კარგად დიდი ხანია ..


არა ვარ კარგად დიდი ხანია,
მაგრამ ისე ჩანს თითქოს კარგად ვარ,
ხან უმიზეზოდ მწყინს მიხარია,
ხან მიხარია მწყინს და ხანდახან.

იცვლის ცხოვრება ფერსა და გემოს,
ზოგჯერ სულ მარტოს გინდა დარჩენა,
ფიქრს ისევ შენთან მოვყავარ ჩემო,
ჩემივე თავის გადასარჩენად.

გადასარჩენად თუ დასასჯელად,
არ ვიცი ბედი თუ რას მიქადის,
მე უშენობაც მყოფნის სასჯელად,
არასდროს ვიტყვი შენზე მიყვარდი..

ვფიცავ სიცოცხლეს და ყველა წმინდას,
რომ ამ სიყვარულს შევეწირები,
სიცოცხლე მხოლოდ შენს გვერდით მინდა,
შენს თავსაც ყველას შევეცილები.

მინდა ცხოვრება განვაგრძო შენთან,
რომ ყოველი დღე შენით დავიწყო,
მინდა გხივლავდეს სიმრავლე ფერთა,
და ყველა დარდი გადაგავიწყო.

შენ ჩემო ერთავ და ჩემო ყველავ,
უსმინე გული თუ რას ხმიანობს,
მე მხოლოდ შენი მჭირდება შველა,
და მხოლოდ შენგან გულთან ზიარო...

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი