დასასრულს
ჩემი ურწმუნოებით გაამპარტევნუბული ვფიქრობდი ქრისტეს სიყვარულში ვერავინ შემედრობოდა და ასე უვიცს შემეძლო მეტად თავჯერებულს ქრისტეზე სიყვარულში დუელში ნებისმიერი გამომეწვია... ყველას დავასწრებდი და ყველა მკვდარი ბედნიერი იქნებოდა, რადგანაც ქრისტეს სიყვარულში დაიღუპა... მე კი ცოცხალი მისი სახელით ჩადენილ ცოდვებს სიტკბოდ ვუშვებდი გულიდან სისხლში და სისხლიდან "ღვთის ხატად" შექმნილ სულსა თუ სხეულში... და ასე საზიზღრად მოქმედი ზეკმაყოფილობით ეგზომ დანატკბარი საკუთარი ხელით ვქსოვდი თოკს ეშაფოტისთვის.. ეშაფოტზე ასულს თვალს ვუსწორებდი საკუთარ თავს, როგორც ჯალათს და ათას ადამიანს ათასსივე მეს, რომელთა მეტყველი სახე ნატრობდა ჩემს სიკვდილს და უკვე სიამოვნებით მოლივლივე თვალები არდამდგარი შედეგით უსასრულო სიამოვნებას ეძლეოდენ... ეს იყო წამი საუკუნოვანი, წამი ათასგვარად სახიანი ჩემი ადამიანობისა და ვერაფრით ვპატიობდი ერთს ღმერთს, რომ იგი არ აპატიებს თვითმკლელს და ვეძებდი არგუმენტს თავის გასამართლებლად... ვიცი არ მაპატიებს, მაგრამ მეც ვერ ვაპატიებ ასეთად ქმისთვის, რომ ჯერ უნდა ეკითხა ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და საბოლოოდ ჩვენი ანგარიში გასწორებულია... ცარიელ, უდაბურ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანია და ისიც დედამიწოს შუაგულში თავისივე ანაგებ ეშაფოტზე, თავისივე ხელით დაწნულ თოკზე ქანაობს მარცხნივ და მარჯნივ, ქანაობს ყოველგვარი საჭიროებისა სუნთქვისა და ნანატრი ფიქრთა სიმშვიდე აჰსახვია სახეზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი