* * * (ძვირფასო, ისევ დაელოდე მარად უცნაურ იდუმალებას...)
ძვირფასო, ისევ დაელოდე მარად უცნაურ იდუმალებას, მალე გეწვევა და წამოვა ნამქერის წვიმა. უაზრო სახით მოგაშტერდება ვიღაც გამვლელი. გახსნი დარაბებს და შემოუშვებ გაფრენილ ყვავებს, და გაგაწამებს სურვილების კორიანტელი. რა დაგრჩა უკან? შენ აღარ ცდილობ მოიძიო იმედი ქარში. რატომ - არ ვიცი. სადღაც გაფანტა მოგონებამ ეჭვების ბუდე და დარჩა მარტო მდგომი მსხლის ხე ამ ცხელ ამინდში. დრო გაგეპარა! როდემდე ითმენ?! როდემდე უნდა უბოდიშო დამჭკნარ ხელებს ეგ შეცდომები?! მოლოდინები ქუჩაში დგანან. ჩემი ბაღის წინ, ქვაფენილზე, სისხლის გუბეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი