შემოდგომის გზები


ზღვები ღელავს, და ქარები ნაპირებზე…
მე ამხელა აღმაფრენას ვაპირებდი,
მაგრამ ყველა დაიშალა დაპირება
და ეკლებიც მოშორებას მიპირებენ.
ისევ შავი ქალაქები, მტვერი სისხლში,
შეფერილი ამაგები და სიმძიმე.
შენ ამ ღამეს კიდევ ერთხელ მომითმინე,
მე ამ ღამეს კიდევ ერთხელ მინდა შველა.
დგანან მთები, გაუკვალავ, უცხო ნისლში
და ეს წამიც იწურება იმედების,
შენ ამჯერად კიდევ ერთხელ შემიფარე,
ვით აქამდე არაფრით არ მიმეტებდი.
გავა ყველა შემოდგომის სამზადისი,
ზამთრის ცისკენ აიტაცებს ფრთები ყველას
როგორც ცეცხლად მოელვარე ეს დაისი
და ამ ღამეს საბოლოოდ მინდა შველა.
ზღვები ღელავს და ქარები ნაპირებზე,
მე ამხელა აღმაფრენას ვაპირებდი,
მაგრამ ყველა დაიშალა დაპირება 
და ეკლებიც მოშორებას მიპირებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი