თეთრი ეფემერა


სულში აკიაფდა
ძველი ჟრუანტელი,
ელავს თეთრი ფარდა,
ვღელავ ისე გელი.

და ამ თოვლის ფერი
ფიქრი შემეფერა,
ისევ დავიბენი
თეთრო ეფემერა.

ჩემი ვიწრო გზები
ასე აელვარდა,
იქნებ არც დარჩება
წამი ამის გარდა.

ელავს თეთრი ფარდა,
ვღელავ ისე გელი,
სულში აკიაფდა
ძველი ჟრუანტელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი