სიტყვა
დახურე კარი, არავინ არის, არავინაა.. თოვლია გარეთ, მიედინება თეთრი მდინარე და ზამთრის ქარებს ეფარება ვით უსახლკარო.. ყოველი წამი შეიცვალა, მე კი ვიწამე, რომ ვარ მიწა მე და ნაცარი და დამიცავი ჩემი თავისგან, მაშინ გიცანი, შენი ცის ნამი სიტყვას მაწვდიდა, იყო ნამდვილი და ცამდე მართალი, ცა კი ცრემლებად დაიღვარა, მეც დავიღალე, და როგორც მშრალი - დაიშალა ყველა სიამე, და დროც გავიდა სანამ ვიარე.. ახლა კი სახლში წამიყვანე თეთრო მდინარევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი