ველური ვაშლები


სულ ცოტაც მადროვე, სანამ მიმატოვებ,
არ ველი დანდობას.. გეძებ და მარტო ვარ.
კვდებიან ზარები, თითქოს სიზმარია,
მხოლოდ ეს ქარია მე რომ მეკარება.
ველები გაშლილი ველური ვაშლივით,
გონება შეშლილი კვდება და იშლება.
წინ გადაიშლება ყოველი სიშლეგე,
გულს გააშიშვლებენ ნებაზე მიშვებულს,
არსად გაგიშვებენ ეს შავი ნიშნები,
გზას მიგანიშნებენ, ზღვას მიენიშნები,
ვით უცხო მხარეში, მტვერში და ქარებში,
უგონოდ გავეშვით წარსულის სიმშვიდეს,
ამ პირქუშ ღამეში, საშინელ თარეშით,
ეს შავი ქარები დროს მიაქანებენ..
არიას, წამებულს, ელიან ქალები,
ახალ იარებად ცად აბრიალებულს,
და როგორც სანთელი ბილიკებს გათელილს
ცეცხლად მოედება ცრუ შემოქმედება.
სულ ცოტაც მადროვე, სანამ მიმატოვებ,
არ ველი დანდობას.. გეძებ და მარტო ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი