* * * (მოგონებები სულში ელავს, სუნთქვას აძნელებს..)
მოგონებები სულში ღელავს, სუნთქვას აძნელებს, სივრცე იშლება თვალუწვდენელი, სილამაზე ტალღებს მიეცა.. ჩვენი სახეები მჭრელ დანებს ლეწავს და თოვლი მოდის თავგამეტებით, თეთრია ზეცა.. მეც არაფერი მინდა მეტი ამ სილუეტის, შენ კართან სანამ მძიმე ლოდი ამოგორდება და გარეთ გასვლა შეგზარდება ცისმარე დილას.. მაგრამ ჯერ მხოლოდ თოვლი ბარდნის უსახურ ველებს, დღეს ხომ თოვლია ნუგეში მხოლოდ, და სანამ ისევ დაიწყება ველური წვიმა, დაე იყოს ეს წამი ბოლო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი