* * * (წყაროსთან იჯდა ქალი...)


წყაროსთან იჯდა ქალი,
გრძნობა არეული,
სახე მომღიმარი..
მე კი დავხუჭე თვალი,
სურათი გადავმალე,
გაუგებარი..
შემდეგ ვხედავდი მთვრალებს,
მთვარეულებს,
სახე არეულებს,
მთლად გადარეულებს..
გზებს კი დალეულებს,
ძლეულებს ყინვებით,
სიტყვების ამარა..
და მოლოდინის არ დარჩა კვალი.
გადავიღალე ამდენი რამით.
წყაროსთან ქალი ფიქრებს ართობდა,
ბავშვობის სახლთან ათოვდა ხეებს..
და იყო წამი, ზამთრის პირისპირ..
წამი ელვარე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი