ღამე


დაშრა მდინარე მწვანე ჭალების
და გადაევლო მთვარე ნალიას,
გაუვალია შენი თვალები,
მაგრამ ეს ღამე ჯერ სიზმარია..

გაფითრებული დავიარები,
თითქოს სამყარო უკვე მკვდარია,
ვწუხვარ, განვიცდი და მენანები,
მაგრამ ეს ღამე ჯერ სიზმარია..

ჩუმად ღელავენ ძველი ზარები,
გარეთ კი ისევ ცივი ქარია,
ვიცი ძვირფასო, რომ მეყვარები,
მაგრამ ეს ღამე ჯერ სიზმარია..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი