ნიავი
საღამო დარჩება სიტყვებად, ძვირფასო, ასეთი ვიქნები.. და ქალი ამ ღამით მიხვდება, რაც არის, რომ აღარ იქნება. თითქოს თამაშია, გაუშვი.. გზები ამაშია, რა უშლის ხელებს მარმაშიანს?! დაუშვი ეგ იარაღები აზრის, ასე გამოზრდილი ნაზად, მუდამ მიმზიდველი ძალზედ. გზებზე გაიზარდა ქარში, ქარში გაიზარდა მარდად.. სულზე მიუსწარი მაშინ, როგორც გათეთრებულ მარჯანს.. და ვინც გაისარჯა გუშინ, დღეს აღარ ისურვა გარჯა. ასე უსაფუძვლო დარჩა ყოველი დარდი და ეჭვი, რადგან არაფერი არ ჩანს, რადგან ეს დილემებს ვერ ჭრის. იქნებ მივყვებოდეთ ბილიკს, ნიავი ანთებდეს სულებს და უშინდებოდეს ბინდი ფერად გაზაფხულებს. იქნებ მივყვებოდეთ ბილიკს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი