მშვიდი შეგებება
იყო და დასრულდა, ფიფქებად დასუდრა.. შენ ერთიც იმღერე იმედის სიმღერა. მიდიან წამები, თითქოს სიზმარია, თეთრი გრიგალები და მთები არიან, ღამეა ამინდად, არ მინდა თავიდან დაიწყოს არია, იმღერონ გედებმა მშვიდი შეგებება.. თოვს... და სიწყნარეა.. მოაქვს დროს შორიდან, ომში ნასროლი და სისხლივით ნამდვილი, სიტყვების ნაპირი.. ასეთი ომიდან ვერავინ მოვიდა, მხოლოდ არეული და მძიმე აპრილი.. ფიქრივით, დარდივით, ცრუ მისამართივით შემორჩა ქუჩები, გზები და მანძილი.. გარეთ კი ქარია, გაყვება ღამეებს ნახევარმთვარიანს.. სათუო ოცნებას, სათუო მხარეებს, თუ სადმე არიან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი