* * * (იასამანის ფერი...)
იასამანის ფერი, ანდაც ფირუზის, გადაიფარე საბანი შენი, ვით სირინოზმა და გავიაროთ ზამთარი ცივი, ზამთარი ბნელი - არაფერია შეუცვლელი, არაფერია.. ეს ქუჩა არეული, ეს დაბინდული ქუჩა და ნიჭი შერყეული - ერთი მუჭა. ამ უცხო ველებს, ცარიელ ველებს, ბოლო არ უჩანს.. არ მოჩანს ზოლი, არც შორი და არც საბოლოო.. მინდოდა მეთქვა რამე, როგორმე მეთქვა.. დილით ვახელდი თვალებს და გულის ფეთქვა.. ყოველ საღამოს ქარი, ქარი და სეტყვა.. გადავიარე ღამე, ვით სილუეტმა. დილით კი ისევ წამით, ვინ იცის რატომ, სამყარო უმეცარი ვიხილე მარტო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი