* * * (ძვირფასო კირა...)
ძვირფასო კირა, გარდასულ კვირას, ვიყავი უკვე სიკვდილის პირას, გარეთ კი წვიმამ დაიდო ბინა, სველია მინაც. ანთებულ ტაძარს შემორჩა კვალი, აქრობდნენ ხანძარს, მაგრამ დაძლევა ასეთი ძალის არავის ძალუძს.. და იძულებენ ისევ წინათ გაჩენილ იმედს შერჩენილ ავდარს, და ნუთუ შვილებს სული მძიმე მისცემს რაიმეს ტკივილის გარდა?! და ეს სამყარო იქცევა დარდად, იცოდი ალბათ. ამ ფართო დარბაზს, მთლად უსინათლოს, ისევ ფუჭი საუნჯე დარჩა, მაგრამ დარაჯად ნუ დაუდგება ყოველი მუნჯი, რადგან ზოგჯერ არ კმარა გარჯა. გზა აინთება ალისფერ ზოლად და მანდრაგორად გადაიქცევა ყველა სურვილი. ბავშვის სულივით ზეცამდე აჭრილს, ამ ცისფერ გუმბათს მოკლავს წყურვილი, ვიდრე დუმილი დაასრულებს კაცის ხეტიალს.. ძვირფასო კირა, ვიყავი უკვე სიკვდილის პირას, გარეთ კი წვიმამ დაიდო ბინა, სველია მინაც..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი