* * * (ქალი ართავდა ფიქრებს...)


ქალი ართავდა ფიქრებს,
ართობდა სევდას.
ათვლევინებდა ღამე თარიღებს,
მთლად უიმედოს,
და მტვერი ედო ყველაფერს, რასაც
ნუგეში სდევდა..
მარილის სვეტად გაბედა ყოფნა,
რომ მოიხედა.
ქალი ართავდა ფიქრებს,
დღე დღეს მისდევდა
და ბინდი იდგა ისევ,
ბნელ სილუეტად..
გავდა თარიღებს ღამე,
მთლად უიმედოს,
და მტვერი ედო ყველაფერს, რასაც
ნუგეში სდევდა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი