* * * (გუმბათი, ტაძრები...)


გუმბათი, ტაძრები,
გულები, აზრები,
ქუჩები, ბაღები,
გზები და მთები,
ანძები, ბოძები,
დენი და ტალღები,
სარეცხის თოკები, 
ფანჯრები - მორევი,
თვალები ბავშვის
და ყვავილები მოვლილი.. 
სტუმრები მოვლენ ქალაქიდან -
ხოდა მოვიდნენ..
წასვლა მომინდა მე აქედან,
მაგრამ მომკლავენ..
მომკლავენ ჩემში სასწაულად გადარჩენილი 
და სამუდამოდ დარჩენილი  
სამშობლოს ნარჩენები.  
მომკლავენ ნელა.. 
ყოველ ღამით..
რადგან მინდოდა სხვანაირად,
უფრო სხვაგვარად, -
სხვა სიმაღლიდან,
სხვა მთებიდან მენახე იქნებ..
შემომრჩენოდა ანდაც ძალა 
მთელი ამალის,
საკუთარ თავში
ურცხვად დამალულს,
დაუმალავი სიმართლით..
იქნებ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი