დანარჩენი
ქალაქის ქუჩებს, უცხოს და მტვრიანს, გადმოხვეწილი ქარები ცრიან.. და აივნები, მშვიდი და ღია - შელახულია.. მე კი მივდივარ, თუმცა ძნელია, ალბათ მელიან, მაგრამ ვხედავ, რომ ყველა ძალა გამომელია, უკვე, დღე ნიად.. იქნებ არ დარჩეს დრო გადარჩენის, ასე დამტოვოს.. ასეთი იყოს განაჩენი და დანარჩენიც.. წვიმა ჩამოდის ამ უსახო სახურავიდან, მაგრამ თუ ვინმე ჩადის ნავიდან მას ვინ დაინდობს?! დაშლის დარდი დროს ნაწილაკებად.. იქნება გზები უამინდობის და ყველა მხარე ერთი სარკიდან აირეკლება, როგორც ეკლები ასე ძველი, - გზა.. სარეცელი.. და მოლოდინი, მოლოდინი უკანასკნელი... მე კი ჯერ ისევ გასასვლელს ვეძებ და ვერ შევძელი.. არის მედალის ორი დრამა - ყოფნა, ეწერი. ვერ გავუძელი, დავიბენი, ვერ გავეცალე.. ასეთი იყო განაჩენი. სხვა დანარჩენიც - ნაბიჯი ფერთა, მორევი ერთი და სანაპირო.. ალბათ წავლენ და ამ ნაპირებს გიჟთა და ხელთა ფიქრში გაცვლიან. მე კი ვნახე და გავამხილე. ვნახე ის სახე.. და ახლა ურცხვად დანახული, როგორც ჩარდახი, წინ მიდევს მახე უმანკო სახით, საბოლოოდ გადასალახი.. და მეც დავეძებ სხვა მდინარეს, სხვა დანაპირებს.. ხეხილის ბაღებს, ჭალებს, მინდვრებს, ყანებს გარინდულს.. სანამ დამინდოს, სანამ მოვიდეს, სანამ აენთოს განთიადი და დამამშვიდოს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი