* * * (გაყვები ბავშვივით სურვილს...)
გაყვები ბავშვივით სურვილს, დარჩება სიჩუმე სრული.. ერთი საკვირველი ბედი და სამარადისო რიდე.. ძველი ლაზარეთის ხედი, თეთრი პალატების რიგი, გრძელი ნაბიჯების ქუჩა, ქუჩა თავხედი და მუნჯი, გზები ჩარჩენილი გულში, გულში ანთებული გზები, გზები მოვლენილი სანთლად, სანთლად დალეული გზები ახლა შეერევა ავდარს, ქალაქი ქალაქებს არ გავს, მოვლენებს შერჩება ფარდა, მუდამ წვიმებია კართან.. და ეს ნაბიჯების ქუჩა, ქუჩა თავხედი და მუნჯი.. ერთი საკვირველი ბედი და სამარადისო რიდე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი