აგორაფობია
გზა აინთება საღამო ჟამს, იქნება სიო მოლოდინის, მე კი გავყვები სხვა ხეივანს ყვითელ ფერებზე სანადიროდ.. ვინმეს ექნება გასაყიდად წიგნი, რომელიც არ გაყიდეს.. და როცა ცეცხლი წამეკიდა გადავიარე დასასრული. გავთელე ყველა ჭალები და ყველა ჭაობი გავიარე.. უკანასკნელი ძალებიდან შემონახული ღამე არის.. და როცა ესეც მიილევა - ამ სიმართლეში ჩაკეტილი - წამი დადგება უნაპირო, თავზე საყრელი წამებიდან.. არაფერია გასაყიდი. ვეძებე ცაში ნიშანი წმინდა.. და როცა თვალიც დამებინდა - ვხედავდი მაშინ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი