ვერხვები, აგონია..


წაიღო ღამემ რაც კი იყო,
გამეცალა და გავიცანი..
შენც დაამთავრე და მითხარი -
მარდი მერცხალი, თუ წყაროს წყალი?
გადაინახე ეს ფარდები,
როგორც ძალა და ბავშვის თვალი,
რადგან ახალი არაფერი,
აღარაფერი გასამხელი.
დაემხო ძველი სანახები
და გაითელა, როგორც ბალახი..
ვნახე საბრალოთა გახელება
და დავიწყებული სახელები,
ალი მეწამული პოლიგონის,
მიწა და სივიწროვე,
ცეცხლი და სამარხები..
მაგრამ ბილიკები 
გზებივით მოგინდომებს
და მოვლენ ის დრონიც -
უცხო და უცნაური -
ვერხვები, ველის ქარი..
ვერ ხვდება ამის შემხედვარე 
თუ სად არის..
კარგია კამათი, მარმელადი,
ჯიბის ფერი სამგზავრო ბარათი,
და კარადები - ტანსაცმელი,
გარანტია, რომ აპარატი არის მატერია
და არ გაცდება ამ სამყაროს..
არ იდარდო,
აქ დარჩები, თუ სხვაგან არ გინდა 
და არც ინდომე.
გავლენ ის დრონიც, უდროონი,
და მოვა ტალახი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი