ასე საოცარი


ნისლად ანთებულო ქალო,
შენი უცხო ტომით,
მე ვიყავი ისე მთვრალი,
როგორც შემოდგომა..
მოვიხედე და მომდევდა
ბინდი მონაგონი,
ვერეოდი ცისფერ ზოლებს 
ახალ მონდრაგორად..
გაქრა ფიქრი, ასე ნაზი, 
ასე უთავბოლო,
ჩავიარე სადარბაზო, 
სადარბაზო მხოლოდ..
გარეთ ისევ ქროდა ქარი -
გაქროლილი კვალის -
უეცრად რომ დაგაქალა,
ვეღარ დაემალე..
მე კი ვძებნე ყველა ღონე,
ყველა ზამთრის ტოლი,
ვერაფერმა მოგაგონა
შემოდგომა ბოლო,
როცა ისე გავდი წყაროს,
უდაბნოს რომ ხარობს,
როგორც არაფერი არის
ასე საოცარი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი