ქარი ქარდაქარ
ტანჯვას ამრთელებს ყოველი მხეცი, არ უცემს გული, კაცსაც ისე კლავს.. მე კი ვუყვარვარ ვარდისფერ ეკლებს, ჩავალ ნილოსთან, გავივლი ფეხით და გავუყვები ბალახს გათელილს, ცას რომ ირეკლავს.. და მოვუყვები თვალებს ახელილს დღის ნაპირებთან.. დავიღლებოდი ალბათ ამ ყოფით - ომით, დაყოფით.. იქ კი დავწვები და დავიფარებ ტილოს ვან გოგის, მზისგან ანთებულ სანაპიროსთან.. მოვნახავ სიტყვას, შეგევედრები, რომ შენც იცოდე რად მინდა ვიყო, როგორც უხორცო პილიგრიმი, შორი ტევრების, და ალიონზე დავიფიცო გული და სუნთქვა - ცად შეგეყრები.. შემოილევა შემოდგომა, ქარი, სანთლები.. და ისევ მთვარე შემონახული.. გადავყვებოდი ყველა ზამთარს, მაგრამ ამდენი ძალა არ მეყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი