იმედი
ააელვარე ეგ შენი სული, მარტო დატოვე ქუჩები ფართო, რომ განიცადო შეხვედრა ჩუმი, ასე დიადი და სახიფათო. მე დავივიწყე ყველა სიზმარი, ყველა სიმღერა და ყველა დარი, და დავიტოვე მცნების სიმყარე - დასაბამიდან თავისუფალი. და გავიხსენე რაღაც ძვირფასი, უფრო ფერმკრთალი, ვიდრე ნიავი, სანამ სხვა ვინმედ გადავიქეცი მე შესახვედრად დავიგვიანე. მაგრამ არ მჯერა ეს იყოს ბოლო, ისევ არ მჯერა მე ამ წყვდიადის. არავინაა რომ დამაშოროს, არაფერია თუ დავზიანდი. ფუჭ იმედებში გავიდა წლები, გელოდებოდი ცისფერ წყაროსთან, გაუფერულდა გზის ნიშნულები და უდაბური გზები გამოჩნდა. ახლა არხევენ ქარები ხეებს და მათ სამხრეებს ანათებს წამი. წვიმები ისევ მისდევენ დღეებს და დგანან მთები, მიუსაფარნი, და მივატოვე ქუჩები ფართო, რომ განვიცადო შეხვედრა ჩუმი, შეხვედრა ნაზი და სახიფათო, ასე დიდი და მარადიული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი