ფერფლი და ნიავი
ეს გემები და ნაპირები ისევ შეხვედრას აპირებენ, გული არ დარჩებათ აღელვებულ აურ-ზაურებში გაუვლელი. მიმართულებაა საორჭოფო, ჩემი სინამდვილე გადათვლილი, ყველა სამყოფელი გამოვლილი, ახლა სადაც გინდა იქ მამყოფე. დარჩება ფიქრი და განთიადი, ფოთლების ფერფლი და ნიავი, დღე, როცა ქუჩაზე ჩამიარე და აელვებული სიამე, უკვე გამოვლილი ბილიკების ყოველი განცდა და ტრფიალი.. შენ სინამდვილესთან მიმაცილე და მე კიდევ ბევრი ვიარე. ვერსად მივაგენი მაგალითებს უფრო სევდიანი იერის, ჩვენ ხომ სიყვარული აგვარიდეს - მარადიულია იარა.. მიმართულებაა საორჭოფო, ფოთლების ფერფლი და ნიავი, ახლა ბინდი ადგას ამ სამყოფელს, როცა ასე დავიგვიანეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი