* * * (ყოველთვის იყო წამი სიმძიმის თანაზიარი...)


ყოველთვის იყო წამი სიმძიმის თანაზიარი,
სიმართლე არის საძებარი და მისი განცდა -
გეძახდი მუდამ.
შენ კი გსურდა ტალღებში ცურვა
და დაგვიანდა.
ნაპირთან ვდგავარ, უფერულ ლანდად,
არავინ არ ჩანს, დამტვრეული გემების გარდა.
ძველ ღამეს გავდა სინამდვილე,
წლებმა რომ ფანტა,
და ყველა დროში იყო კაცი უფსკრულის კართან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი