ღამის ელვარება
მე გელი ისევ და ქარებს ვხედავ, მე გელი, როგორც გელოდნენ სხვები, მაგრამ ამჯერად ამ გულის ფეთქვას რაღაც აჩერებს, მიუღებელი. ცარიელია და გაუვალი ყოველი მხარე, ვით ფიცხი გული, და უფერული ღამის სიზმარი აელვარდება აღელვებული. მინდა გითხრა, რაც არავის უთქვამს და არ დავჯერდე ცქერას და ლოდინს, გადიან წლები და ყველას უყვარს ის, ვინც არასდროს მიდის და მოდის. როგორც ამ ეკლებს, ჩემს სიმფონიას ასდის ალმური სისხლიან ლოცვის. მხოლოდ დრო მიაქვს ეიფორიას, მხოლოდ დრო მიაქვს და მხოლოდ დრო ცვლის. ნუ მიატოვებ უწინდელ იმედს, თუ ვერ იპოვე მიზანი სრული, რადგან თავს თავად შეგაცნობინებს ყოფიერება მარადიული. მუდამ რომ ელი და ქარებს ხედავ, შენც ელი, როგორც ელოდნენ სხვები, მაგრამ ამჯერად მაგ გულის ფეთქვას რაღაც აჩქარებს შეუცნობელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი