თოვლი
მე ხელისგულზე მიზის ბეღურა, მოყუჟულია ალბათ სიცივით, თოვლი ქურქივით შემოფარვია, შაშვი კი აგერ სუროს ფოთლებში,კვდება სიცილით. ყველაფერს სცივა თვითონ თოვლსაც კი, გარინდულია ირგვლივ ბუნება, ბუშმალას თოვლის ქურქი აცვია და გაიხადოს ალბათ იქნება. თოვას კი ისევ,ისევ აგრძელებს, ცაში ტრიალებს თოვლის ფიფქები, ძველ თოვლს ახალიც დაემატება, და ამინდია ახლა ფიქრების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი