არაფერია აქ არაფერია იქ


არაფერია აქ
არ დაიჯერო მზე
აქვე გვერდებზე წევს
მისგან დამწვარი ხე

არაფერია აქ 
მაგრამ კვლავ ჩხავის ზღვა
როგორ ახარებს სხვას
შენი რომ მოგეზღვა...

არაფერია აქ 
არ ენდო სოფლის რითმს
შეგაჩვევს ბოღმის სმას
და მოგანატრებს ფიქრს

"არაფერია იქ?"
კითხულობს რწმენით მთა
ვეღარ იწამებ ძმის
ვერ გაშლი ოხერ ფრთას

არაფერია აქ
მხოლოდ დახვდები ომს
ყველა იზომავს მისს
ყველა მის ნაწილს გმტრობს

არაფერია აქ
რაც გაგახარებს ტყვეს
ფანატიკოსი კივის
კლავს! -მერე ეძებს ღმერთს

არაფერია აქ 
არაფერია იქ
შენც შეეჩვიე ომს!
შენც შეეჩვიე ფიქრს!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი