ბედი


ბედი ებრძვის კაცს კაცურად
ყელს იღერებს გედურად
კაცმაც უნდა შეებრძოლოს
ბედს ისევ უბედურად
ბედი ტყდება კაციც ტყდება
რა არ ხდება მიწაზე
ყველა ბრუნავს დრო კაცს იცვლის
ამ მრგვალ დედამიწაზე
ებრძვის იგი,ებრძვის აგი
შენ აქ რისთვის ჩერდები?!
საშიშია არ შეგრჩება
დროს ძმად ნუ აჩერდები!
ბედს გაბედვა ჩვევადააქვს
ღამე თეთრად ათენოს
შენც კაცი ხარ და კაცობა
ბედთან უნდა გაბედო!
სულში შავი ჭიებია...
და შეშლილი შტორმები
მიუვალი ნაპირია
ყოველ კუთხეს ომები....
იბრძვის მიწა,იბრძვის წყალი
ქარი ცეცხლს გააღვივებს
ვინც შენ სულში ცეცხლს დაანთებს
მას კვლავ ის დააძინებს
და რაშია გამოცანა?!
და  რა რის მიზანი?
-გამოიცნო, დაისახო
შენი ვალი ეს არის....
მიყვარს მანამ გამოვიცნობ
დავისახავ მწვერვალებს
მაგრამ ბედი ხუმარააა
განა რამეს შეგარგებს?
ეჭვიანობს ყველა ფრენას
ცუდს რას ხედავს ამაში?!
-უნდა მარტო მისი იყო
მასთან გსურდეს თამაში!
იყოს ბრძოლა!იყოს ომი!
ვეთანხმები ამაში
ოღონდ რაღაც მეც მომკითხოს
მეც მინდოდეს თამაში....

დ.სიგუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი