ასეთი ვარ
ასეთი ვარ უცხო ბნელი,მიუვალი სახე მშვიდად წყნარი სულში მწვავე ალით სად მიდიხარ საით? ან აქ რაღა გინდა?! ვინ რა იცის რა გმტრობს რა ხმამ გაგაგიჟა?! მიცქერს კრძალვით ვიღაც! უცხოდ მიცქერს ვხვდები გული არ მაქვს ღიად და მეც ვერიდები... კი გავცემდი ყოველს სულში რაც კი ყრია მაგრამ ვინც კი ნახავს უმალ გადაყრიან... ვეძებ უცხო მიზანს რომ დამღალოს ბოლოს უმიზნობით მკვდარი კვლავ რომ გამაცოცხლოს ვეძებ სულის მიზანს უხეშ სულში იებს და სიმართლეს სიტყვით თავს რომ მაპატიებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი