არ ვარ ანგელოზი წმინდა


N31

არ ვარ ანგელოზი წმინდა
მინდა გაუვალი გზები
ბევრჯერ ზურგში დანა მაკრთობს
მაგრამ გავიზრდები ვხვდები

მე კვლავ ჯოჯოხეთი მინდა
წმინდა ადრე არის ჩემთვის
მე ის მეგობარი მინდა
ვინც დარდ სინანულით შემცვლის

ბევრჯერ უნდა დაგჭრათ გულში
რომ ამომძირკვოთ ფესვად
უნდა დავიბადო სხვა გზად
უნდა დავიბადო ლექსად

არც ის არ მადარდებს თუ კი
პოეტს შემარქმევთ თუ ეშმას
მე ქარს გავატანე  გემი
და ზღვამ დაუპიროს შეჭმა

ირგვლივ მტრობა ძაფებს შეკრავს
გაერთიანდებით ხმები
მე კი თავდახრილი ვივლი
მაგრამ მაინც არ გავხმები

ტალღა ძალას მომცემს ასვლის
ჩასვლის ძალას მომცემს ტალღა
იმედს მომიგზავნის მტრედი
ის კი ამაცილებს დაღლას

დაე არ ვუკრთოდეთ მსაჯულს
ერთხელ მივხვდებოდეთ ბრმები
ახლა მთავარია ცისთვის
ასჯერ დამტვრეული ფრთები...

დ.ს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი