მიყვარს


N30❤
მიყვარს შენი გაღიმება შენი ტკბილი ტუჩები
მე ვერ ვუძლებ უშენობას შენ  კი კვლავ მეურჩები
ვეჭვიანობ მზის სხივებზე სახეს რომ გიკოცნიან
თავს სვავები მტრიალებენ გულს კი ,ღრმად მიკორტნიან
რა მაქვს მეტი ლექსის გარდა  რომ გაჩუქო გახარო     
აპატიე ღრუბელს წვიმა,მინდა კვლავ გაგახარო
ვიცი არ ვარ მათნაირი ბრმები ამას ხვდებიან
ვეღარ ვუძლებ,ვეღარ ვუძლებ ისე მაკვირდებიან!
მახსოვს ღამე ვნებიანი მთვარე მორცხვად ეული
გაზაფხულით ნაფერები ჩვენი ორი სხეული
როგორ შურდა,როგორ შურდა ცვარნამს შენი სინაზე
ერთი სუნთქვა ორი გული დაორთქლილი მინაზე...
ერთი სუნთქვა ორი გული დაორთქლილი მინაზე
ნეტავ სულში შემეჩვია გაზაფხულის სინაზე...
დ.სიგუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი