ცხოვრება
28 მთელი სიცოცხლეა წრე მარადიული ვალი ოქროს კავშირი ყველგან და მზის მცხუნვარე ალი შემოსაზღვრული გონი "მე ვხვდები ,ვიცი მგონი" და იწვის ჩემში ცეცხლი ნაჩუქნი ძალით ღონით! მთელი სიცრუე წამის და უსასრულო სივრცე მინდა ზღვას ერქვას წმინდა და გული,გრძნობა მივცე მთელი უძირო დარდი დამჭკნარი მისგან ვარდი ვერ იტყვის თუ არ იგრძნო "მიყვარდი ანდა მწამდი" ერთხელ ჩასუნთქვა ცამდე მთელი სიცოცხლის ფასი და ნატვრა ფიფქი იყოს სიცოცხლის თეთრი ფარსი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი