არავის ანდო


24

არავის ანდო❤

აღარც ისეთი ქარია
აღარც ისეთი დარი
ვერ მიპოვნია, ვერ ვნახე
სიტყვენი შესადარი.
აღარ მახარებს ბავშვივით
არ მომიხდია  ვალი
ამიტომ გავხდი უნიჭო
უბავშვო,შეუვალი
სულში გაყვითლდა სახე
და დამჩნევია ფერი
შენ კიდე ჯვარზე მაცვამ
არ იცი არაფერი!
შენც ცოცხალი ხარ კიდევ
ყვავის ვარდი და ია
ჯერ ლამაზი ხარ, ტკბები
ჭკნობა არ გაგიგია!
ვარდიდან ჟონავს სისხლი
ეკლით გულს სერავ ვარდო
ახლა სადახარ გრძნობავ
ოცნების სანავარდოვ?!
მიხედე გულს და გრძობას
და საიდუმლოდ მალე
არავის მიცე ,ანდო!
სიღრმეში გადამალე
თორემ დაგტოვებს ყველა
წაგართმესვს ლამაზ წამებს
როცა დაგცლიან მისგან
წავლენ და გაგაწამებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი