სულის აღწერა


უფალმა მითხრა დაწერე ლექსი
სანამ ადრეა და სანამ გვიანი, 
და ისე მინდა აღწერო შენში 
გამოიძახო ადამიანი!

აღმწერე ცოტა, მაგრამ გარკვევით 
არა მთლიანად, არამედ სულ ვრცლად.
მოთქვი თუ როგორრ გეწყინა მაშინ,
ახსენე როგორ მიმივიწყე მთლად!

ერთია შენში სინდისი სუფთა 
სულ რომ გაწუხებს, მაგრამ არ იმჩნევ,
და რომ არ იმჩნევ ეშმაკმა მითხრა 
ლექსებს ატყვია ჩაწერილს იმდენს.

საოცარია გრძნობდე და დუმდე,
საოცარია, ითმენდე ამდენს,
რამდენჯერ ჩაგძახე გესიზმრე დამდეგს,
ის უნდა შეირგო რაც ღმერთი გარგებს!

ეშმაკი სულ გყავს ან ნაკლებს ცოდავ,
არა აქვს აზრი, ცოდვილი ხომ ხარ!
მაგრამ იმსასაც ხომ ცხედავ თუნდაც,
მონანიება ხშირად გაქვს სულთან.

რა მარტივია ცხოვრობდე ლაღად,
რა მარტივია არ ტკენდე_ გრძნობდე,
და რა რთულია აკეთო ცოდვით
სიყვარულიდან-სიყვარულს გრძნობდე!

მე მართალი ვარ! აღგწერე სრულად...
ერთია შენში სინდისი ვრცელი,
ვიცი ამ ცოდვებს გამოისყიდი
ზუსტად ამ ლექსით ან სხვების წერით..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი