რუსთაველივით შემიყვარდი


რუსთაველი შემიყვარდი, ანუ ისე, რომ
მოსვლა და წასვლა ვერ გამეგო საუბედუროდ...
ისე მიყვარდი შურდა თვითონ ყველა ცოცხალს და
თვლიდნენ შეშლილად, რას გაუგებო თურმე მაცნობეს...

ჯვარს მე მივათრევ უშენობით გულდამძიმებულს
თითქოს დამძიმდა,გაასმგდა გახდა ტონობით...
ისე მიყვარდი ვერ გაეგო ციურ სხეულებს
მისმენდნენ ხშირად,მპასუხობდნენ: ვგავდი სნეულ გედს...

რუსთაველივით შემიყვარდი, ანუ ისე, რომ
მრცხვენია თქმა, და უსიტყვოდ ვწერ ლექსებს უწყვეტად...
ოდესღაც ასს და ათასს კუბლეტს რომ მივაღწიე,
მთვლიდნენ შეშლილად, რას გაუგებო თურმე მაცნობეს...

ისე მიყვარდი და მიყვარხარ შურდათ ცოცხლებს და
გარდაცვლილები ტრიალებდნენ ზეიმს მართავდნენ,
მძიმე ჯვარია სიყვარული ვფიქრობ სჯობია,
გაუქმდეს, გაწყდეს, დასნეულდეს, მალე დამთავრდეს!

რუსთაველივით შემიყვარდი, ანუ ისე, რომ
მოსვლა და წასვლა ვერ გამეგო საუბედუროდ..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი