მე მაინც მოვალ
დედამიწა რომ დაიქცეს მე მაინც მოვალ, სულ რომ იწვიმოს, სულ რომ ითოვოს მაინც წამოვალ, გზა რომ გაქრეს არ დავფიქრედები მე ფრთებს შევისხამ სწრაფი სიჩქარით შენს სიახლოვეს გულში შევიტან..! რომ დამაბრმავო არაუშავს ბრმაც მოვალ შენთან რომ დამამუნჯო თვალებიც ხომ გეტყვან სათქმელს, გული ამომჭრა? ოხ, არაუშავს მე სულით მოვალ და დავმკვიდრდები შენთან ახლოს დაგიწყობ ვარდებს..! თან არაუშავს თუ შენიშნე ჩემს თვალზე ცრემლი და თან უმატებს კოკისპირული წვიმის წვეთებები, შენთან მოსვლა და ჩემი დარჩენა იცი ვალია ჩემი გაქრობის შემდეგაც იტყვი უცხო კვალია..! ესეც მიზეზი მოვალ შენთან და აღარ წავალ, მე დავმკვიდრდები შენს სულში, გულში და აღარ გავალ, რომ დამაბრმავო არაუშავს ბრმაც მოვალ შენთან და ბევრ ლამაზ გზას შემოვივლი მე შენთან ერთად! რომ დამამუნჯო თვალებიც ხომ გეტყვიან სათქმელს და მერე იტყვი ეჰ როგორ იტევს სიყვარულს ამდენს..!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი