13 ივნისი


მე ამატირა ამ ივნისის შავმა დღეებმა
გაცოფებულ და ამღვრეულ სხვაგვარ ვერემაც,
რატომ არ ინდობს ეს დინება კითხვები მახრჩობს
რატომ ჩაშთანთქა ამდენი სული და რატომ ახრჩობს?!

ვერეს ხეობას თან მიჰქონდა ვიღაცის კაბა
ამ ტკივილმა გადაგვფარა აღარც ღირს დავა!
ცხოველებს ვხედავთ დახოცილი ყრიან ეული
და რამდენია დაშავებული სტკივათ სხეული!

ეს რა ტკივილი განიცადე ჩემო თბილისო!
ყველას ეგონა ვერესთან ხალხი დიდხანს ივლისო,
ამ მდინარემ გააქვავა ბევრის გულები
და დაიტყვევა ბევრის სული ძალით თუ ნებით?!

ამის ყურებით თვალზე ცრემლი მაშრება მგონი,
ვეღარ ცვლის დღეებს, ვერც წარსული და ვეღარც დრონი!
გარდაცვლილების გახსენება ყოველ წამს მზარავს
მათი მშობლების მწარე ცრემლი სახესაც ფარავს!

მე ამატირა ამ ივნისის შავმა დღეებმა
გაცოფებულ და ამღვრეულ სხვაგვარ ვერემაც,
შავმა დღეებმა თბილისიც ხომ ხვდებით შეცვალა
და ეს ტკივილი დაგვრჩება გულში დღესაც და მარად!!
რაღა ღირს მათთვის, ვინც დაკარგა ცოლი, შვილები,
მადლობა დიდი მოხალისეებს თქვენ ხართ გმირები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი