რამდენი?!


რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა
ვნახო?
რამდენი გული უნდა მედგას, რომ გიგრძნოთ
ყველა!
რამდენის სახე დავინახე, როგორც უმწეო,
ხალხში დავდივარ თითქოს ვნაღვლობ რაღაც
უდღეოდ!

რამდენი ყური უნდა მქონდეს მესმოდეს
ყველას?
რამდენი გრძნობა უნდა მქონდეს
შევიგრძნოთ ყველა!
თითქოს თქვენდამი გამქრალია ეს ჩემი
ვნება
და ქარს გავატან ყოველივე ამ მოგონებას...

და რამდენს მინდა დავანახო თავისი თავი
რამდენს მინდა ავუხილო ეს ბრმა თვალები,
რამდენჯერ მინდა ჩავახედო მათ სამარეში
მინდა ვუჩვენო რა არის კარგი, რა არის ავი!

რამდენჯერ გთხოვეთ დააფასეთ გრძნობა
ეული
ისე იქცევით, თითქოს გამხდარხარათ ახლაც
სნეული
და რამდენს მინდა დავუბრუნო თავისი
სიტყვები,
ავკრძალე ორპირობა ნუ მიმეორებთ სხვისი
სიტყვებით!

რამდენმა ინანა ყოველივე, მაგრამ გვიანზე,
გადარებით სიტყვის არ მფლობ კაცზე უცხო
დღიანზე,
რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ ნუ
მოხვალთ ჩემთან
და ასე მინდა ვიმეგობრო უსიტყვოდ
თქვენთან!

დამღალა გრძნობებმა, რომელიც არის ჩემში
ეული,
ვერ ვგრძნობ ვერაფერს თითქოს მომკვდარა
ჩემი სხეული..!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი