სიმშვიდისფერი
სადაც ტკივილი სადაც ნისლია, სადაც ცრემლები ტალღად ქცეულა იქ უშენობას ვერ მივეჩვევი, რადგან მწარეა სულის წვალება! მე ისე მტკივა მარცხენა მხარეს და ისე გელი ისე გენდობი, მარტო სულ ჩემი მგონიხარ კარგო ცრემლებით ვძღები შესაბრალებად... მე აღარ გეძებ და აღარ გეტრფი, ვგრძნობ საუკუნედ დაგკარგე წამში თავსაც ვიმშვიდებ მე ერთი ღერით და მაღალ ხმაზე სხეულში ვმღერი..! მე ისე მტკივა ოცნება ჩემი აუსრულებლად მიკვდება დრონიც, მე ისე მეწვის გონება სავსე და უსასრულოდ გშორდები მგონი! ვერც ვერასოდეს გიხილავ ვიცი, განა იმიტომ, რომ ვერ ვიცოცხლებ?! არა, ძვირფასო, მე სიცოცხლეშიც ეს სიმარტოვე ისევ მიმონებს. სადაც ტკივილი, სადაც ნისლია, სადაც ცრემლები ტალღად ქცეულა თავსაც ვიმშვიდებ მე ერთი ღერით და მაღალ ხმაზე სხეულში ვმღერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი